თავში

ვლადიმერ ზელენსკის აგვისტოს თვის ხელფასი ცნობილია

​ვლადიმერ ზელენსკის აგვისტოს თვის ხელფასი ცნობილია
ვლადიმერ ზელენსკის აგვისტოს თვის ხელფასი ცნობილია

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ აგვისტოში თანამდებობრივი სარგოს სახით 28 ათასი გრივნა (დაახლოებით ერთი ათასი დოლარი) მიიღო, საიდანაც საშემოსავლო გადასახადმა 5460 გრივნა შეადგინა.

ამის შესახებ უკრაინულ სააგენტო „უკრაინსკიე ნოვოსტის“ უკრაინის პრეზიდენტის საქმეთა სახელმწიფო სამმართველოში განუცხადეს.

უწყება აღნიშნავს, რომ აგვისტოში პრეზიდენტს დანამატი ან პრემია არ აუღია.

ამავდროულად სამმართველოში აღნიშნეს, რომ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელებმა ამ თვეში ხელფასი პირველად აიღეს. გასული სამი თვის განმავლობაში უფასოდ მუშაობდნენ.

ყველაზე დიდი სარგო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ბოგდანმა აიღო. მისმა ხელფასმა, დანამატისა და პრემიის ჩათვლით, ჯამში 39 874 გრივნა (თითქმის 1,6 ათასი დოლარი) შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system