თავში

ვოლოდიმირ ზელენსკი: აღდგომა მხოლოდ სახლში!

ვოლოდიმირ ზელენსკი: აღდგომა მხოლოდ სახლში!
ვოლოდიმირ ზელენსკი: აღდგომა მხოლოდ სახლში!

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 24 აპრილის შემდეგ საკარანტინო შეზღუდვების შერბილება არ გამორიცხა.

მან ასევე დაუშვა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან რიგ ინდუსტრიაში, მათ შორის სატრანსპორტო სფეროში, შეზღუდვების გარკვეული შერბილება იმ შემთხვევაში, თუ მაისში ინფიცირებულთა დიდი ტალღა არ იქნება.

„24 აპრილს მთავრობასთან ერთად გამოვალთ და გამოვაცხადებთ, თუ რომელ ზომებს შევარბილებთ. ნაწილობრივ ხალხი სამსახურებში უნდა დავაბრუნოთ. ის წარმოებები, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, ნაწილობრივ გაიხსნება. ეს შეიძლება მაისში მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ ავადმყოფების დიდი ტალღა არ იქნება. ყველაფერი ამ ტალღაზეა დამოკიდებული. ამიტომაც, აღდგომა მხოლოდ სახლში“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად დაიცავს ხალხი წესებს. 

„ახლა ყველაფერი ხალხზეა დამოკიდებული. თუ თვითიზოლაცია იქნება, თუ ყველა შეზღუდვას დაიცავენ, ვფიქრობ, ამ პერიოდს ნორმალურად გავივლით“, - განაცხადა უკრაინის ლიდერმა.

უკრაინაში კორონავირუსით ბოლო დღე-ღამეში 501 ადამიანი დაინფიცირდა, ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 4,662-მდე გაიზარდა, 125 პაციენტი გარდაიცვალა, 246 გამოჯანმრთელდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system