თავში

ვრცელდება ვიდეო, სადაც პოლიციელი 13 წლის მოზარდს ესვრის - VIDEO

ვრცელდება ვიდეო, სადაც პოლიციელი 13 წლის მოზარდს ესვრის - VIDEO
ვრცელდება ვიდეო, სადაც პოლიციელი 13 წლის მოზარდს ესვრის - VIDEO

პოლიციის სამეთვალყურეო სააგენტომ ხუთშაბათს გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ ესვრის ჩიკაგოს პოლიციელი 13 წლის ადამ ტოლედოს. ამის შესახებ ინფორმაციას Cbsnews ავრცელებს. 

ინციდენტი გასულ თვეს მოხდა, რასაც საპროტესტო აქციებიც მოჰყვა. ქალაქის მერმა მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა. 

ვიდეოში ჩანს, თუ როგორ გადმოდის პოლიციელი მანქანიდან და მისდევს ტოლედოს, რომელიც ხეივნისკენ გარბის. როდესაც ოფიცერი მოზარდს დაეწია, მან უბრძანა, რომ ხელები აეწია და იარაღი დაეგდო. ამის შემდეგ ის ერთ გასროლას ახორციელებს მკერდში, რა დროსაც მოზარდი ხელებს მაღლა სწევს. 13 წლის ტოლედო მიწაზე ეცემა, ოფიცერი მალევე მიდის მასთან და დახმარებას ითხოვს. 

ტოლედოს სროლაში ბრალდებული ოფიცრის ადვოკატი ირწმუნება, რომ ტოლედო შეიარაღებული იყო და ოფიცერი "სიცოცხლისათვის საშიში და სასიკვდილო გარემოების წინაშე აღმოჩნდა", ამიტომ მას  "სხვა ვარიანტი აღარ ჰქონდა დარჩენილი გარდა სროლისა". 

აღსანიშნავია, რომ პოლიციის განცხადებით, იმ ადგილზე სადაც ტოლედო ძირს დაეცა,  რამდენიმე მეტრის მოშორებით ნახევრად ავტომატური პისტოლეტი აღმოაჩინეს. 

 მოზარდის ოჯახმა განაცხადა, რომ ტოლედოს იარაღი სროლის მომენტში არ ეჭირა, ამიტომ პოლიციელმა მკვლელობა ჩაიდინა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system