თავში

ტალინი ტურისტულ გადასახადს 2021 წლიდან დააწესებს

ტალინი ტურისტულ გადასახადს 2021 წლიდან დააწესებს
ტალინი ტურისტულ გადასახადს 2021 წლიდან დააწესებს

ესტონეთის დედაქალაქი ტალინი 2021 წლიდან ტურისტული გადასახადის დაწესებას განიხილავს. ქალაქის ვიცე-მერის, აივარ რიისალუს თქმით, მოსაკრებელი 1 ევროს შეადგენს.

მისი თქმით, გადასახადი ტურისტული ინფრასტრუქტურის მხარდაჭერისთვის არის საჭირო.

„შემოსული თანხა ძველი ქალაქის იერსახის შენარჩუნებას მოხმარდება“, - განაცხადა რიისალუმ.

ვიცე-მერმა აღნიშნა, რომ წელს ტალინი 650 000 ტურისტმა მოინახულა, ზედიზედ ოთხი დღის განმავლობაში კი ქალაქის ძველ ნაწილს 10 000 ადამიანი სტუმრობდა.

მისი თქმით, ქალაქის თვითმმართველობა გადასახადს დამოუკიდებლად ვერ დააწესებს და ამისთვის პარლამენტის ნებართვა იქნება საჭირო. შესაბამისად, იურიდიული პროცედურების გათვალისწინებით, მხარდაჭერის შემთხვევაში, ახალი რეგულაცია 2021 წლამდე ვერ ამოქმედდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system