თავში

ვუჰანი მორიგი კატასტროფის წინაშეა - VIDEO

ვუჰანი მორიგი კატასტროფის წინაშეა - VIDEO
ვუჰანი მორიგი კატასტროფის წინაშეა - VIDEO

ჩინეთში, ქალაქი ვუჰანი ამჯერად სტიქიურ უბედურებს ებრძვის. კორონავირუსის შემდეგ, მას ძლიერი წყალდიდობა დაატყდა თავს. მასშტაბური წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე 121 ადამიანი დაიღუპა ან დაიკარგა. 

მოსახლეობა უკვე თვლის, რომ ვუჰანი დაწყევლილია, რადგან ერთი კატასტროფიდან მეორეში გადადის.

ქვეყნის წყლის რესურსების სააგანეტოს ცნობით, გასულ დღეს წყალმა დაშვებულ დონეს 50-ზე მეტ ადგილას გადააჭარბა.

ჩინეთის მეტეოროლოგიურ სამსახურში აცხადებენ, რომ მდინარე იანძის მიმდებარედ შემდეგი სამი დღის განმავლობაში უხვი ნალექია მოსალოდნელი. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება საშუალო და მცირე ზომის მდინარეებს უნდა მიექცეს. 

შეგახსენებთ, ვუჰანი სწორედ ის ქალაქია, სადაც პირველად დაფიქსირდა კორონავირუსი და რომლის შედეგადაც მსოფლიოში 590,000 ადამიანი დაიღუპა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system