თავში

ვუჰანის აკვაპარკში ათასობით ადამიანისთვის წვეულებები იმართება - PHOTO

ვუჰანის აკვაპარკში ათასობით ადამიანისთვის წვეულებები იმართება - PHOTO
ვუჰანის აკვაპარკში ათასობით ადამიანისთვის წვეულებები იმართება - PHOTO

ჩინეთის ქალაქ ვუჰანში, სადაც გასული წლის დეკემბერში კორონავირუსი აფეთქდა, მსოფლიო პანდემიად იქცა და 767 000 ადამიანი იმსხვერპლა, დამსვენებლებს აკვაპარკებში ეპატიჟებიან. ტურისტი ქალებისთვის ფასდაკლებაცაა დაწესებული. ისინი საფასურის მხოლოდ ნახევარს იხდიან. წვეულებები, დიჯეის თანხლებით, აკვაპარკის სტუმრებს წყლის სხვადასხვა გასართობებს სთავაზობს.

ქალაქის ერთ-ერთ უდიდეს აკვაპარკ Wuhan Maya Beach-ში წვეულება ათასობით ადამიანის მონაწილეობით, ყოველგვარი სოციალური დისტანციის გარეშე გაიმართა. წყალში შეკრებილი უამრავი ადამიანი მჭიდრო კონტაქტში იმყოფება ერთმანეთთან. უზარმაზარი, გადაჭედილი აუზის შემყურე ძნელია დაიჯერო, რომ პანდემია, რომელმაც უკვე 21 მილიონი ადამიანი დააინფიცირა და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი შექმნა, სწორედ ამ ქალაქიდან დაიწყო.

ოფიციალური ინფორაციით, ვუჰანში უკვე სამი თვეა კორონავირუსის შიდა გადაცემის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. 11 მილიონიან ქალაქში აკვაპარკები ივნისში გახსნეს, მას შემდეგ რაც 76 დღიანი კარანტინი დასრულდა.

ჰუბეის პროვინცია ტურისტებს შეღავათებს სთავაზობს, რომ ხანგრძლივი და მკაცრი და მძიმე იზოლაციის შემდეგ რეგიონის ეკონომიკა ამოქაჩოს.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსის 84 849 შემთხვევაა დარეგისტრირებული. გარდაიცვალა 4634 ადამიანი.

ბოლო თვეებში ვირუსის განსაკუთრებული მატება ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით, სინცზიანის რეგიონში აღინიშნება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system