თავში

ვუჰანში ბოლო ღამეში კორონავირუსი არ გავრცელებულა

ვუჰანში ბოლო ღამეში კორონავირუსი არ გავრცელებულა
ვუჰანში ბოლო ღამეში კორონავირუსი არ გავრცელებულა

ჩინეთის ქალაქ ვუჰანში, სადაც ახალი ტიპის კორონავირუსი გაჩნდა და მთელ მსოფლიოში გავრცელდა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, დაინფიცირების არცერთი ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ინფიცირებულთა რიცხვი, მთელი ჩინეთის მასშტაბით, ბოლო 24 საათის გამავლობაში, 34-ით გაიზარდა და 80928-ს მიაღწია. გარდაიცვალა 8 პაციენტი და დაღუპულთა დაერთო რაოდენობამ 3245 შეადგინა. გამოჯანმრთელდა 819 ადამიანი და მათმა საერთო რიცხვმა 70420 შეადგინა.

ამ დროისთვის კლინიკებში რჩება და მკურნალობის კურსს გადის 7263 პაციენტი. მათგან 2274 მძიმე მდგომარეობაშია.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით დაავადების 219332 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 8969 და გამოჯანმრთელდა 85745 ადამიანი. ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით, ჩინეთის შემდეგ, ყველაზე რთული ვითარება ევროპის ქვეყნებსა და ირანშია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system