თავში

ვუჰანში COVID-19-ის 11 ახალი უსიმპტომო შემთხვევა გამოვლინდა - განახლებულია

ვუჰანში COVID-19-ის 11 ახალი უსიმპტომო შემთხვევა გამოვლინდა
ვუჰანში COVID-19-ის 11 ახალი უსიმპტომო შემთხვევა გამოვლინდა - განახლებულია

ჩინეთის ქალაქ ვუჰანში, სადაც კორონავირუსი აფეთქდა და მსოფლიო პანდემიად იქცა, 11 ახალი, უსიმპტომო პაციენტი გამოვლინდა. ხელისუფლება ქალაქის მთელი 11 მილიონიანი მოსახლეობის ტესტირებას გეგმავს, რომ ვირუსის ხელახალი აფეთქება შეაჩეროს. ამ დროისთვის ლაბორატორიული შემოწმება 67 026 ადამიანმა გაიარა.

ოფიციალური მონაცემებით, მთელი ჩინეთის მასშტაბით, სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 3 869 შემთხვევა ვუჰანში ფიქსირდება. ინფიცირებულთა რაოდენობა, ვირუსის გავრცელების დღიდან, 50 000-ს აჭარბებს.  

09:00

ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის ჰიგიენისა და ჯანდაცვის კომიტეტი ავრცელებს.

ახალი შემთხვევები ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე პროვინცია ჯილინში დაფიქსირდა. ხელისუფლებამ პროვინციაში კონტროლი გაამკაცრა და კარანტინი გამოაცხადა. შეზღუდულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება. მოქალაქეებს სახლებიდან გასვლა მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ.

ჩინეთში ინფიცირების სულ 82 933 დადასტურებული შემთხვევაა, ამ დროისათვის უკვე გამოჯანმრთელდა 78 209 პაციენტი. დაავადებას 4 633 ადამიანი ემსხვერპლა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system