თავში

ვუჰანში COVID-19-ის 300 უსიმპტომო მატარებელი აღმოაჩინეს

​ვუჰანში COVID-19-ის 300 უსიმპტომო მატარებელი აღმოაჩინეს
ვუჰანში COVID-19-ის 300 უსიმპტომო მატარებელი აღმოაჩინეს

ჩინეთის ქალაქ ვუჰანის ხელისუფლებამ, რომელის ახალი კორონავირუსის ინფექციის კერად იქცა, მოსახლეობის მასობრივი სკრინინგი დაასრულა. ჯამში თითქმის 9 899 828 ტესტი ჩატარდა. გამოვლენილია COVID-19-ის 300 უსიმპტომო მატარებელი, რომელსაც სიმპტომები არ აქვს.

სკრინინგი 14 მაისიდან 1 ივნისამდე პერიოდში ჩატარდა.

ჯამში, უსიმპტომო მატარებლებთან კონტაქტში 1174 პირი იმყოფებოდა. მათი ტესტი კორონავირუსზე უარყოფითია, თუმცა ისინი სამედიცინო დაკვირვების ქვეშ რჩებიან.

ეპიდემიოლოგები აცხადებენ, რომ ქალაქში უსიმპტომო ინფიცირებულებისგან სხვა ადამიანებისთვის გადადების ფაქტები არ ფიქსირდება.

ჯამში ჩინეთში ახალი კორონავირუსის 83 022 შემთხვევაა დადასტურებული, 78 315 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 73 პაციენტი ჯერ კიდევ საავადმყოფოში რჩება. 4634 ადამიანი გარდაიცვალა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system