თავში

ვუჰანში COVID-19 კრიტიკულად მძიმე ბოლო პაციენტმა დაამარცხა

ვუჰანში COVID-19 კრიტიკულად მძიმე ბოლო პაციენტმა დაამარცხა
ვუჰანში COVID-19 კრიტიკულად მძიმე ბოლო პაციენტმა დაამარცხა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო კომიტეტის წარმომადგენელმა, მი ფენგმა განაცხადა, რომ ვუჰანში ბოლო პაციენტი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც კრიტიკული იყო გამოჯანმრთელდა. 

"დღეისათვის, ამ ქალაქში კრიტიკულად მძიმე პაციენტების რიცხვი ნულის ტოლია", - განაცხადა ფენგმა

დაზუსტებულია, რომ ვუჰანში COVID-19-ის გაჩენის შემდეგ დადასტურდა ინფიცირების 50 ათასზე მეტი შემთხვევა, ხოლო ინფიცირებულთა 93%  გამოჯანმრთელდა.

ჩინეთში, ოფიციალური მონაცემებით, მნიშვნელოვნად შემცირდა კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით არავინ გარდაცვლილა. ბოლო 24 საათში ვირუსის გავრცელების მხოლოდ 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system