თავში

ვუჰანში კარანტინი დასრულდა, მაგრამ შეზღუდვები გრძელდება

ვუჰანში კარანტინი დასრულდა, მაგრამ შეზღუდვები გრძელდება
ვუჰანში კარანტინი დასრულდა, მაგრამ შეზღუდვები გრძელდება

76-დღიანი კარანტინის შემდეგ ჩინეთის ქალაქი ვუჰანი გაიხსნა და მოსახლეობას გადაადგილების უფლება მიეცა. გაიხსნა გზები, რკინიგზა, აღდგა საჰაერო მიმოსვლა, თუმცა მკაცრი შეზღუდვები ჯერ კიდევ ძალაში რჩება. Aljazeera-ს ინფომაციით ქალაქის გახსნიდან რამდენიმე საათში ვუჰანი 65 000-მა ადამიანმა დატოვა.

Reuter-ის ინფორმაციით ვუჰანში, მიუხედავად კარანტინის დასრულებისა, „დარჩი სახლში“ ჯერ კიდევ აუცილებელი მოთხოვნაა და სახლიდან გასვლა ოჯახის ყველა წევრს ერთდროულად არ შეუძლია. გარეთ გასვლის უფლება ოჯახის თითო წევრს სამ დღეში ერთხელ აქვს, თუმცა ის უკან იმ დღესვე უნდა დაბრუნდეს. სახლიდან გასვლის უფლება საჭიროებს ე.წ. ჯანმრთელობის მწვანე კოდს, ან დოკუმენტს, სადაც დასაბუთებულია ქუჩაში გასვლის აუცილებლობა. ვუჰანში ასევე ძალაში რჩება ნიღბების ტარების, სიცხის მონიტორინგისა და სოციალური დისტანცირების მოთხოვნა.

ჰუბეის პროვინციაში, ვუჰანში კორონავირუსი, ოფიციალური მონაცემებით, გასული წლის დეკემბერში აფეთქდა და ის მალე მსოფლიო პანდემიად იქცა. ჩინეთში საყოველთაო კარანტინი 23 იანვარს გამოცხადდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system