თავში

ვუჰანში კორონავირუსისგან ყველა პაციენტი გამოჯანმრთლდა

ვუჰანში კორონავირუსისგან ყველა პაციენტი გამოჯანმრთლდა
ვუჰანში კორონავირუსისგან ყველა პაციენტი გამოჯანმრთლდა

კორონავირუსის პანდემია ჩინეთიდან, კერძოდ ქალაქ ვუჰანიდან გავრცელდა, სადაც ინფექციის დაწყებიდან პირველი თვის განმავლობაში გარდაცვალებისა და ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდებოდა. 

ჰუბეის პროვინციის ჯანმრთელობის საკითხების სახელმწიფო კომიტეტის ოფიციალური წარმომადგენლის მი ფენგის განცხადებით, ვუჰანის საავადმყოფოებში COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტები აღარ არიან.

ჰუბეის პროვინციაში ეპიდემიის დაწყებიდან სულ ინფიცირების 68 128 შემთხვევა გამოვლინდა (ვუჰანში 50,333), ხოლო  4,512 დაიღუპა (ვუჰანში). 

ქალაქ ვუჰანში COVID-19-ით გარდაცვალების პირველი შემთხვევა სამ თვეზე დიდი ხნის წინ დაფიქსირდა, ხოლო, ახალა უკვე, 11 დღეა რაც ქალაქში ინფექციას მსხვერპლი არ ჰყავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system