თავში

ვუჰანში მეტროს მოძრაობა აღდგა

ვუჰანში მეტროს მოძრაობა აღდგა
ვუჰანში მეტროს მოძრაობა აღდგა

8 აპრილს ვუჰანში და ჰუბეის პროვინციის კიდევ რამდენიმე ქალაქში კარანტინი დასრულდება, რომელიც უკვე 2 თვეზე მეტია გრძელდება. 

ჩინეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ამ დროისათვის უკვე აღდგა ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დღეიდან ქალაქის მეტროსადგურებიც ამუშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

სულ აღდგენილია 184 მეტროს სადგური. თითოეულ სადგურში დამონტაჟებულია სპეციალური აპარატურა, რომელიც მგზავრების ტემპერატურას დისტანციურად გაზომავს. ამასთან, მგზავრებს ეკრძალებათ ერთმანეთის გვერდით დაჯდომა და ვალდებულნი არიან დაიცვან დისტანცია. 

შეგახსენებთ, კორონავირუსი პირველად სწორედ ჰუბეის პროვინციის ქალაქ ვუჰანიდან გავრცელდა. ხოლო ბოლო მონაცემებით ჩინეთის ტერიტორიაზე ინფიცირებული 81,394 პირიდან 74,971 უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო მკურნალობას მთელი ქვეყნის მასშტაბით 3,128 ადამიანი გადის. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system