თავში

ვუჰანში მყიდველებსა და გამყიდველებს კედელი ჰყოფს - VIDEO - PHOTO

ვუჰანში მყიდველებსა და გამყიდველებს კედელი ჰყოფს
ვუჰანში მყიდველებსა და გამყიდველებს კედელი ჰყოფს - VIDEO - PHOTO

ჩინეთის ქალაქ ვუჰანში ჩვეულ ცხოვრებას ნელ-ნელა უბრუნდებიან. თუმცა ქალაქში ჯერ კიდევ დგას ორმეტრიანი პლასტიკის კედლები, რომლებიც  კრიზის დასაწყისში ააგეს, რათა საზოგადოებამ სოციალური დისტანცია დაიცვას. 

მოვაჭრეები პლასკიტის კედლების უკან დგანან, მათ აბრები აქვთ ჩამოკიდებული და უწერიათ თუ რა სახის პროდუქტს ყიდიან. მოსახლეობა კი, სკამის დახმარებით ადის პლასტიკის კედელთან და სასურველ პროდუქტებს ასე ყიდულობს.

აქ დადის ხმები, რომ ახალი კორონავირუსი ფულთან შეხებითაც გადადის, ამიტომ მოვაჭრეებს აქვთ ბარათებით გადახდის ფუნქცია, რათა ფულთან შეხება მინიმუმზე იყოს დაყვანილი. მოსახლეობა ასევე იცავს წესებს, მათ უკეთიათ პირბადეები. 

ვუჰანის მოსახლეობას სურს, ცხოვრების ჩვეულ რიტმს რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს. ისინი ძალიან ბედნიერები არიან, რომ პროდუქტს, რომელიც სურთ  საკუთარი ხელით ყიდულობენ, მიუხედავად იმისა, რომ ამისთვის კედელზე აცოცვა უწევთ. ისინი ამბობენ, რომ აუცილებლად დადგება დღე, როდესაც ეს კედელიც დაინგრევა. 

ჩინეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 8 აპრილს, ვუჰანში და ჰუბეის პროვინციის კიდევ რამდენიმე ქალაქში, დასრულდება უკიდურესი იზოლაცია, რომელიც უკვე 2 თვეზე მეტია გრძელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system