თავში

ვუჰანში თებერვალში გამქრალი ჟურნალისტი ცოცხალია

ვუჰანში თებერვალში გამქრალი ჟურნალისტი ცოცხალია
ვუჰანში თებერვალში გამქრალი ჟურნალისტი ცოცხალია

ჩინელი მოქალაქე ჟურნალისტი ჩენ ციუში, რომელის კორონავირუსზე მოვლენების გაშუქებისას თებერვალში გაქრა, ცოცხალია, თუმცა სავარაუდოდ, ხელისუფლებას დაპატიმრებული ჰყავს. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian ავრცელებს. ჩენ ციუშის მეგობრის, შერეული საბრძოლო ხელოვნების ჩემპიონის სიუ სიაოდუნის თქმით, ჩენი ცოცხალია, თუმცა თავისუფალი არ არის და ხელისუფლების წარმომადგენლების ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება.

ვუჰანში კორონავირუსის გავრცელების დროს ყოფილი იურისტი ჩენ ციუში მოქალაქე ჟურნალისტი გახდა. იგი რეპორტაჟებს აკეთებდა საავადმყოფოში არსებულ ვითარებასთან და პანდემიაზე ხელისუფების რეაქციასთან დაკავშირებით. მის გაქრობას სერიოზული რეოზნანსი მოჰყვა, რაშიც ხელისუფლებას ადანაშაულებდნენ.

ამ დროისთვის უცნობია ჟურნალისტის ადგილსამყოფელი. უცნობია, იგი დაპატიმრებულია, საიდუმლო ადგილას ჰყავთ დაკავებული, თუ შინაპატიმრობაშია ხელისუფლების მეთვალყურეობის ქვეშ.

ჩენ ციუში ერთადერთი არ არის, ვინც ჩინეთის ხელისუფლებამ კორონავირუსთან დაკავშირებით დააკავა. პანდემიის დღიდან არა ერთი ჟურნალისტი, თუ სხვა პროფესიის ადამიანი დააპატიმრეს, ვინც ვირუსთან დაკავშირებით სიმართლის გაგებას ცდილობდა, ან ვირუსის წინააღმდეგ არასათანადო ნაბიჯების გამო ხელისუფლებას აკრიტიკებდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system