თავში

ვულკანურ თეთრ კუნძულზე ტურისტები დაუშვეს, მაღალი რისკის გამო მეცნიერები კი არა

ვულკანურ თეთრ კუნძულზე ტურისტები დაუშვეს, მაღალი რისკის გამო მეცნი
ვულკანურ თეთრ კუნძულზე ტურისტები დაუშვეს, მაღალი რისკის გამო მეცნიერები კი არა

ახალ ზელანდიაში, ეგზოტიკურ თეთრ კუნძულზე, სადაც ვულკანის ამოფრქვევის შედეგად ორშაბათს 14 ადამიანი დაიღუპა, ტურისტული ტურები უკვე განახლდა, თუმცა, მაღალი რისკის გამო, იქ ვულკანოლოგები და მეცნიერები ჯერ კიდევ არ დაიშვებიან. ინფორმაციას ამის შესახებ The Sydney Morning Herald-ი აქვეყნებს.

ტუროპერატორები აცხადებენ, რომ ისინი აქტიურად თანამშრომლობენ GNS Science-თან, ახალი ზელანდიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტთან , რომელიც გეოლოგიის, გეოფიზიკის, მათ შორის სეისმოლოგიისა და ვულკანოლოგიის, საკითხებს იკვლევს. ტუროპერატორების განცხადებით, ეგზოტიკურ კუნძულზე ტური, თავისთავად, ექსტრემალური და საფრთხის შემცველია. პირველი და მეორე დონის საფრთხე იქ ყოველთვის არსებობს, თუმცა, როდესაც GNS Science-ი საფრთხის მე- დონის შესახებ აცხადებს, ისინი ტურებს აჩერებენ.

თეთრი კუნძულის ტურს 2013 წელს პეტერ და ჯენი ტაიტები ფლობდნენ. 2017 წელს კი ტური ახალმა მფლობელმა, ნგატი ავამ შეიძინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system