თავში

Warner Bros.-მა "Tenet-ის" პრემიერა ისევ გადადო

​Warner Bros.-მა "Tenet-ის" პრემიერა ისევ გადადო
Warner Bros.-მა Tenet-ის პრემიერა ისევ გადადო

კინოსტუდია Warner Bros.-მა კრისტოფერ ნოლანის ფანტასტიკური ფილმის, "Tenet-ის" პრემიერა ისევ გადადო. გამოცემა The Hollywood Reporter-ის ინფორმაციით, პრემიერა 31 ივლისის ნაცვლად 2020 წლის 12 აგვისტოს გაიმართება.

ოფიციალური განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფილმის შემქმნელებს კინოთეატრებისთვის ნორმალური მუშაობის აღდგენისთვის მეტი დროის მიცემა სურთ. პრემიერის გადაწევის განაწყვეტილების მიზეზი კორონავირუსის ახალი აფეთქებები და საერთო არასტაბილურობა გახდა.

"Tenet" საიდუმლო აგენტების შესახებ მოგვითხრობს, რომელთა მისიაც მესამე მსოფლიო ომის შეჩერებაა. ფილმში მთავარ როლებს ჯონ დევიდ ვაშინგტონი და რობერტ პატინსონი ასრულებენ.

ფილმის გადაღებები $200 მილიონი დაჯდა და ის არა მარტო ნოლანის შემოქმედებაში, არამედ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ფილმია. გადაღებები შვიდ სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარეობდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system