თავში

WhatsApp-ს ახალი ფუნქცია დაემატა

​WhatsApp-ს ახალი ფუნქცია დაემატა
WhatsApp-ს ახალი ფუნქცია დაემატა

WhatsApp-მა გაუჩინარებული შეტყობინებები ფუნქცია განაახლა. ახლა ახალ ჩატებში შეტყობინებები გარკვეული პერიოდის შემდეგ ავტომატურად გაქრება. ვადას მესენჯერის მომხმარებლები მიუთითებენ.

ამისთვის პარამეტრებში შესაძლებელია შეტყობინებების გაქრობის არჩევა - 24 საათის, ერთი კვირის ან 90 დღის შემდეგ.

სიახლე არ მოქმედებს უკვე არსებულ ჩატებზე, ისევე როგორც ჯგუფურ ჩატებზე.

Android-სა და iOS-ზე შეტყობინებების ავტომატური გაუჩინარების კონფიგურაციისთვის საჭიროა მესენჯერში შესვლა, გადასვლა მენიუში "პარამეტრები", შემდეგ - "ანგარიში", "კონფიდენციალურობა" და განყოფილებაში - "გაუჩინარებული შეტყობინებები".

გაუჩინარების ფუნქცია მესენჯერში გასულ წელს გამოჩნდა. მაშინ ის თითო ჩატში ხელით უნდა ჩართულიყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system