თავში

WP: თეთრ სახლში ბირთვული ცდების შესაძლო ჩატარების საკითხი განიხილეს

WP: თეთრ სახლში ბირთვული ცდების შესაძლო ჩატარების საკითხი განიხილეს

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ბირთვული ცდების შესაძლო ჩატარების საკითხზე იმსჯელეს. ამის შესახებ ინფორაციას The Washington Post  ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ეროვნული უსაფრთხოების ეროვნული სააგენტოების მაღალი რანგის წარმომადგენლებმა აღნიშნული საკითხი ერთი კვირის წინ განიხილეს. აღნიშნული საკითხი მას შემდეგ წამოიჭრა, რაც ადმინისტრაციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთი და ჩინეთი მცირე ბირთვუ ცდებზე მუშაობენ. თუმცა, ამ ცნობებს ორივე სახელმწიფო უარყოფს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ  ოფიციალური პირის განცხადებით, აღნიშნული საკითხის განხილვა არ დასრულებულა  და ამ საკითხზე "ძალიან ბევრი საუბარი" მიმდინარეობს. ამასთან, ადმინისტრაცია განიხილავს  შესაძლო ალტერნატიულ ზომებს, რუსეთის და ჩინეთის მხრიდან წარმოქმნილი საფრთხეების საპასუხოდ და ტესტირების განახლების თავიდან ასაცილებლად.

გამოცემის ცნობით, თუ აშშ აჩვენებს მოსკოვსა და პეკინს, რომ შეერთებულ შტატებს ცდების ჩატარება შეუძლია, ამან შესაძლოა ხელი შეუწყოს სამმხრივი შეთანხმების მიღწევის საკითხზე მოლაპარაკებებს.

აშშ-ში ბირთული ცდები ბოლოს 1992 წელს ჩატარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system