თავში

WP: ტრამპი ადასტურებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ კიბერშეტევა განხორციელდა

WP: ტრამპი ადასტურებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ კიბერშეტევა განხორციელდა
WP: ტრამპი ადასტურებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ კიბერშეტევა განხორციელდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პირველად დაადასტურა, რომ შეერთებულმა შტატებმა 2018 წელს რუსეთის ინტერნეტ-კვლევის სააგენტოს წინააღმდეგ ფარული კიბერშეტევა განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ტრამპმა Washington Post-სთვის მიცემულ ინტერვიუში, ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, განახორციელა თუ არა მან კიბერდანაშაული, უპასუხა რომ სწორია და ეს მართლაც ასე მოხდა. 

გამოცემის ცნობით, ტრამპმა ჟურნალისტთან საუბრისას აღნიშნა, რომ  2016 წელს, მაშინდელმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ჯერ კიდევ არჩევნებამდე იცოდა, რომ რუსეთი კენჭისყრაში ჩარევას შეეცდებოდა.

ტრამპის განცხადებით, მისი წინამორბედისგან განსხვავებით, იგი მოქმედებდა დაზვერვაში, რომელმაც აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევა კიბერშეტევის მეშვეობით აღკვეთა.

CNN ადასტურებს, რომ  2018 წელს აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევისგან თავიდან აცილების მიზნით, რუსეთის ინტერნეტ-კვლევის სააგენტოს წინააღმდეგ ფარული კიბერშეტევა განხორციელდა, რის შემდეგაც აღნიშნული კომპანია გაკოტრდა. 

ტრამპის განცხადებით, კიბერშეტევა რუსეთთან დაპირისპირების უფრო ფართო პოლიტიკის ნაწილი იყო. 

"რესეთის მიმართ ჩემზე მკაცრი არავინ ყოფილა", - განაცხადა ტრამპმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system