თავში

WSJ: ხანგოშვილის მკვლელობის გამო გერმანიამ რუსეთს შესაძლოა სანქციები დაუწესოს

WSJ: ხანგოშვილის მკვლელობის გამო გერმანიამ რუსეთს შესაძლოა სანქციები დ
WSJ: ხანგოშვილის მკვლელობის გამო გერმანიამ რუსეთს შესაძლოა სანქციები დაუწესოს

ბერლინის პროკურატურაში მიიჩნევენ, რომ 2019 წლის ზაფხულში, საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან კავშირი შეიძლება რუსეთს ჰქონდეს. უწყება საქმის ფედერალური პროკურორისთვის გადაბარებას გეგმავს, რომელიც ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საქმეებზეა პასუხისმგებელი. ინფორმაციას ამის შესახებ The Wall Street Journal საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ერთ-ერთი წყაროს თქმით, გერმანელმა გამომძიებელმა მკვლელობაში ეჭვმიტანილის ვინაობა დაადგინეს, რომელიც, მათი თქმით, რუსეთის მთავრობასთან არის დაკავშირებული.

საქმეს ფედერალური პროკურორი, სავარაუდოდ, დღეს გადაიბარებს.

გამოცემის თქმით, თუკი რუსეთის მთავრობასთან საქმის კავშირი დადასტურდება, გერმანიას ამას დიპლომატიური ან სხვა ტიპის სანქციებით უპასუხებს.

3 დეკემბერს გერმანიის პროკურატურაში განაცხადეს, რომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში რუსეთის სპეცსამსახურები იყო ჩართული.

40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი 23 აგვისტოს ბერლინში, თავის არეში გასროლით მოკლეს. ხანგოშვილის ცხედარი გერმანიიდან საქართველოში ჩამოასვენეს და პანკისში დაკრძალეს. მოკლულის ახლობლები მომხდარს თავიდანვე რუსულ სპეცსამსახურებს უკავშირებენ და ლაფანყურის სპეცოპერაციასთან რაიმე კავშირს გამორიცხავდნენ. ის, რომ ხანგოშვილის მკვლელობა არა კრიმინალური შემთხვევა, არამედ დაგეგმილი ოპერაცია იყო, ამის შესახებ ცოტა ხნის წინ "დოიჩე ველე" წერდა.

საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხარგოშვილის მკვლელი ვადიმ კრასიკოვია. მკვლელის ვინაობა გამოცემა Bellingcat-მა Spiegel-თან, The Insider-თან და Dossier Center-თან ერთად ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების შედეგად დაადგინა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system