თავში

WSJ: Pfizer-მა ქვეყნებისათვის ვაქცინის მიწოდება უკვე დაიწყო

WSJ: Pfizer-მა ქვეყნებისათვის ვაქცინის მიწოდება უკვე დაიწყო
WSJ: Pfizer-მა ქვეყნებისათვის ვაქცინის მიწოდება უკვე დაიწყო

მედიკამენტების კომპანია Pfizer-ის მიერ წარმოებულ COVID-19-ის ვაქცინას ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციისგან რეგისტრაციის ნებართვა ჯერ არ მიუღია,  ამის მიუხედავად, ამერიკულმა ავიაკომპანია United Airlines-მა ქვეყნებისათვის ვაქცინის მიწოდება დაიწყო. ამის შესახებ The Wall Street Journal სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

Pfizer ქვეყნებისათვის ვაქცინის მიწოდებას მიჩიგანისა და ვისკონსინის შტატებში, აგრეთვე ბელგიასა და გერმანიაში არსებული საწყობებიდან გეგმავს. გამოცემის ცნობით, ვაქცინის ტრანსპორტირებაში ათეულობით თვითმფრინავი მონაწილეობს. წყაროს თანახმად, "დღის განმავლობაში ასობით ფრენა ხორციელდება". რიგი სხვა სამგზავრო და სატვირთო ავიაკომპანიები ასევე ემზადებიან ვაქცინის ტრანსპორტირებისთვის.

ამერიკულმა ფარმაცევტულმა კორპორაცია Pfizer-მა და გერმანულმა მედიკამენტების მწარმოებელმა BioNTech-მა აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციას (FDA) COVID-19-ის ვაქცინის გადაუდებელი გამოყენების შესახებ ნებართვის გაცემის მოთხოვნით 21 ნოემბერს მიმართეს. ვაქცინა ნებართვას სავარაუდოდ დეკემბრის შუა რიცხვებისათვის მიიღებს. 

ცნობისთვის, Pfizer-ისა და BioNTech-ის COVID-19 ვაქცინის კლინიკური კვლევების მონაცემების საბოლოო ანალიზმა აჩვენა, რომ მისი ეფექტურობა 95%-ს შეადგენს. ევროკავშირის ქვეყნებისთვის Pfizer-ის ვაქცინის სავარაუდო ღირებულება 15,5 ევრო იქნება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system