თავში

YouTube მომხმარებლებისთვის წესებს ამკაცრებს

​YouTube მომხმარებლებისთვის წესებს ამკაცრებს
YouTube მომხმარებლებისთვის წესებს ამკაცრებს

მსოფლიოში უმსხვილესი ვიდეოჰოსტინგი და სოციალური ქსელი YouTube სამომხმარებლო კონტენტისადმი მოთხოვნებს ამკაცრებს. ამიერიდან მოდერატორები წაშლიან ვიდეოს, რომელიც მუქარას და შეურაცხყოფას შეიცავს, მათ შორის რასობრივ და გენდერულ ნიადაგზე. ვიდეოჰოსტინგი ასევე არ გამოაქვეყბს მასალას, რომელშიც პირდაპირ ან ფარული მუქარაა.

ახალი წესებს თანახმად, დაიბლოკება ვიდეორგოლები, სადაც პირდაპირ არის მოწოდება მკვლელობის შესახებ, მაგალითად "ჩვენ თქვენ მოგკლავთ" ან "მოგკლავ". ასევე აიკრძალება ვიდეოები, რომელშიც იარაღი ჩანს და ისმის მუქარა. დაიბლოკება ვიდეოთამაშში მკვლელობის მსხვერპლის სახის ოპონენტის სახით შეცვლის შემთხვევებიც.

ამ შინაარსის შემცველი კომენტარები ან ვიდეოები სერვისიდან წაიშლება. თუ ამგვარი ვიდეოები არხზე ხშირად გამოჩნდება, Youtube-ს უფლება ექნება შეუჩეროს მას მონეტიზაცია, შემდგომ კი დაბლოკოს ანგარიში.

ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ შეზღუდვებს თავისი გამონაკლისებიც ექნება. მაგალითად, თუკი შეურაცხყოფა სატირულ კონტექსტშია გაკეთებული სდენდ-აპსა თუ მუსიკაში.

"მომხმარებელთა ყველა საჩივარი ინდივიდუალურად განიხილება. ვიდეოს კონტექსტი აუცილებლად იქნება გათვალისწინებული. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეს შეურაცხყოფის მიყენება შეუძლია, მერე კი თქმა - მე ხომ ვიხუმრე", - განმარტეს Youtube-ში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system