თავში

ზაფხულის ბოლოს კარანტინი აღარ დაგვჭირდება - უგურ საჰინი

ზაფხულის ბოლოს კარანტინი აღარ დაგვჭირდება - უგურ საჰინი
ზაფხულის ბოლოს კარანტინი აღარ დაგვჭირდება - უგურ საჰინი

ევროპა შემოდგომაზე კორონავირუსის პანდემიაზე კონტროლს მოიპოვებს და კარანტინი საჭირო აღარ იქნება. ამის შესახებ კორონავირუსის პირველი ვაქცინის შემქმნელმა, ფარმაცევტული კომპანია BioNTech-ის დამაარსებელმა, უგურ საჰინმა გერმანულ გამოცემა Welt Am Sonntag-სთან ინტერვიუში განაცხადა.

”ევროპის ბევრ ქვეყანასა და აშშ-ში, სავარაუდოდ, ზაფხულის ბოლოს კარანტინი აღარ დაგვჭირდება. სავარაუდოდ, იქნება პატარა აფეთქებები, მუტაციები, მაგრამ ისინი ვეღარ შეგვაშინებენ”, - განაცხადა უგურ საჰინმა.

უგურ საჰინმა ასევე აღნიშნა, რომ სიტუაციის მართვისათვის საჭიროა ქვეყნებმა საკუთარი მოსახლეობის სულ მცირე 70% აცრას.

გერმანიაში მოღვაწე ემიგრანტ ცოლ-ქმარს, 53 წლის ოზლემ ტურეჯისა და 55 წლის უგურ საჰინს, ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის, გერმანიის რაინდის მეთაურის ჯვარი გადაეცათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system