თავში

ზაფხულის ოლიმპიადა ოფიციალურად გაიხსნა - PHOTO

ზაფხულის ოლიმპიადა ოფიციალურად გაიხსნა
ზაფხულის ოლიმპიადა ოფიციალურად გაიხსნა - PHOTO

ტოკიოში ზაფხულის ოლიმპიადა ოფიციალურად გაიხსნა. წელს სანახაობას ნაკლები მონაწილე და კიდევ უფრო ნაკლები სტუმარი ჰყავს.

გახსნის ცერემონიას 1000-მდე ადამიანი, ძირითადად დელეგაციების წარმომადგენლები და ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. 

გახსნის ცერემონიაზე, ტრადიციისამებრ ჰიმნების თანხლებით აღმართეს მასპინძელი ქვეყნის,  იაპონიისა და ოლიმპიური მოძრაობის დროშები.

წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებიც პანდემიას ემსხვერპლნენ, ასევე მათ, ვინც ოლიმპიური ოჯახის ნაწილი იყვნენ.

მოედანზე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა ეროვნული დროშები გამოიტანეს. ასევე შესრულდა ჯონ ლენონის ცნობილი ჯიტი - „იმეჯინ“. 

ღონისძიების მონაწილეებმა ოლიმპიადის სიმბოლო - 5 რგოლი გაშალეს, რასაც მასშტაბური ფოიერვერკი მოჰყვა. 

საზოგადოებას სიტყვით მიმართეს იაპონიის იმპერატორმა ნარუჰიტომ, ასევე, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა და ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ.

ოლიმპიურმა ჩირაღდანმა 2000-ზე მეტი ადამიანის ხელში გაიარა. მოედანზე მისი დანთების პატივი ცნობილ იაპონელ ჩოგბურთელს ნაომი ოსაკას ერგო. ოფიციალური ცერემონია ოთხ საათს გაგრძელდა. 

წელს ოლიმპიადას სპორტის ხუთი ახალი სახეობა დაემატება. თამაშები 8 აგვისტოს დასრულდება. 

მასში 206 ქვეყნის 11 000-ზე მეტი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. 

მთავარი სპორტული ღონისძიება გასულ წელს უნდა გამართულიყო, თუმცა პანდემიის გამო გადაიდო. 

ტოკიოს ოლიმპიადაზე საქართველო 35 სპორტსმენით არის წარმოდგენილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system