თავში

ზაკ ეფრონი ფილმის "სამი მამაკაცი და ჩვილი" ახალ ვერსიაში მიიღებს მონაწილეობას

​ზაკ ეფრონი ფილმის "სამი მამაკაცი და ჩვილი" ახალ ვერსიაში მიიღებს
ზაკ ეფრონი ფილმის სამი მამაკაცი და ჩვილი ახალ ვერსიაში მიიღებს მონაწილეობას

მსახიობი ზაკ ეფრონი 1987 წლის ფილმის "სამი მამაკაცი და ჩვილი" ახალ ვერსიაში ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს. მაყურებელი მას სტიმინგ-სერვისზე Disney+ იხილავს.

გამოცემა The Hollywood Reporter-ის ინფორმაციით, პროექტის პროდიუსერი გორდონ გრეი იქნება. ამჟამად რეჟისორის ძიების პროცესი მიმდინარეობს.

ფილმში "სამი მამაკაცი და ჩვილი", რომელიც 1987 წელს გამოვიდა, მსახიობები ფრანსინ ბირსი, ალეკსანდრა ამინი, ტედ დენსონი, სტივ გუტენბერგი, ტომ სელეკი თამაშობენ. სცენარის მიხედვით, სამი წარმატებული მარტოხელა მამაკაცის ცხოვრება რადიკალურად იცვლება მას შემდეგ, რაც კარებთან ისინი ექვსი თვის ჩვილს პოულობენ.

1990 წელს ფილმის გაგრძელება გამოვიდა, რომლის სახელწოდებაა "სამი მამაკაცი და პატარა ლედი".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system