თავში

ზაკ სნაიდერის "მკვდრების არმიას" პრიქველი ექნება

​ზაკ სნაიდერის "მკვდრების არმიას" პრიქველი ექნება
ზაკ სნაიდერის მკვდრების არმიას პრიქველი ექნება

თრილერს "მკვდრების არმია", რომელიც რეჟისორმა ზაკ სნაიდერმ Netflix-ისთვის გადაიღო, პრიქველი ექნება. ამის შესახებ მან "ტვიტერზე" დაწერა.

საინტერესო ისააა, რომ თავად ფილმის პრემიერ ჯერ არ გამართულა.

გამოცემა Collider წერს, რომ სიუჟეტის ცენტრში ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი იქნება, რომლის როლს მატიას შვაიგჰეფერი ასრულებს. გადაღებები გერმანიაში უკვე გაიმართა. ფილმის შინაარსის დეტალები უცნობია.

შეგახსენებთ, თავად "მკვდრების არმიას" დიდი პრობლემები გქონდა. მსახიობი კრის დ'ილაია სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულების გამო პროექტიდან გაუშვეს. მის ნაცვლად ტიგ ნოტარო მოვიდა. ამიტომ ბევრის სცენა თავიდან იყო გადასაღები, ან ციფრული სპეცეფექტების გამოყენებით შესაცვლელი.

"მკვდრების არმიაში" საუბარია დაქირავებულ მებრძოლებზე. ლას-ვეგასში დაუდგენელი ვირუსის ეპიდემიის შემდეგმ, რომელიც ადამიანებს ზომბებად აქცევს, საკარანტინო ზონაში მიემართებიან, რათა საუკუნის ძარცვა ჩაიდინონ. პრემიერის ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system