თავში

ზამბიის პრეზიდენტი თევზის სიკვდილს გლოვობს

ზამბიის პრეზიდენტი თევზის სიკვდილს გლოვობს
ზამბიის პრეზიდენტი თევზის სიკვდილს გლოვობს

ზამბიის პრეზიდენტი ედგარ ლუნგუ იღბლის მომტანი თევზის სიკვდილს გლოვობს. 

კოპერბელტის უნივერსიტეტის სტუდენტებმა თევზს გლოვის ნიშნად სანთლები დაუნთეს. სამხრეთ აფრიკის შტატში იღბალის მომტანი თევზი "Mafishi-ის სახელით არის ცნობილი.

უნივერსიტეტის სტუდენტებს სჯეროდათ, რომ თევზი გამოცდებზე წარმატებას მოუტანდათ. 

სტუდენტების თქმით, "Mafishi" ზამბის ადგილობრივ ენაზე დიდ თევზს ნიშნავს. ის სულ მცირე 22 წლის იყო და 20 წელი უნივერსიტეტის აუზში ცხოვრობდა.

კოპერბენტის უნივერსიტეტის სტუდენტური კავშირის პრეზიდენტის განცხადებით, თევზის სიკვდილთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

უნივერსიტეტის სტუდენტები მის ბალზამირებას და დაკრძალვას გეგმავენ.

"Mafishi"-ის გარდაცვალებას არა ერთი ადამიანი გამოეხმაურა, მათ შორის არის ქვეყნის ოპოზიციის ლიდერი.

"ჩვენ უნივერსიტეტის სტუდენტებს "Mafish"-ის გარდაცვალების გამო ვუსამძიმრებთ", - განაცხადა ქვეყნის ოპოზიციის ლიდერმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system