თავში

ზანგილანში აზერბაიჯანისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართა

​ზანგილანში აზერბაიჯანისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა
ზანგილანში აზერბაიჯანისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართა

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი ზაქირ ჰასანოვი თურქეთის თავდაცვის მინისტრს, ჰულუსი აქარს ზანგილანის რეგიონში შეხვდა. ინფორმაციას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა თურქ კოლეგას ომის დროს მორალური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ურთიერთნდობასა და მხარდაჭერაზე დაფუძნებული პარტნიორობა შემდგომში განვითარდება და გაძლიერდება.

თურქეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ სტრატეგიული კავშირი ორ ქვეყანას შორის მეგობრობასა და ძმურ ურთიერთობებს ემყარება.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე სამხედრო, სამხედრო-ტექნიკურ, სამხედრო-საგანმანათლებლო და სხვა სფეროებში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system