თავში

ზელანდიელი აბორიგენი დეპუტატი სხდომიდან ჰაკას ცეკვის გამო გააგდეს - VIDEO

ზელანდიელი აბორიგენი დეპუტატი სხდომიდან ჰაკას ცეკვის გამო გააგდეს
ზელანდიელი აბორიგენი დეპუტატი სხდომიდან ჰაკას ცეკვის გამო გააგდეს - VIDEO

ახალ ზელანდიაში მაორის ტომის წარმომადგენელმა დეპუტატმა ვაიტიტიმ სხდომათა დარბაზში კოლეგა ოპოზიციონერების პოზიციის გაპროტესტების მიზნით რიტუალური ცეკვა - ჰაკა შეასრულა, რის შემდეგაც ის დარბაზიდან გააძევეს. ინფორმაციას Sproyt Wired ავრცელებს.

პარლამენტარები აბორიგენი მოსახლეობისთვის ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესების საკითხზე მსჯელობდნენ. ოპოზიციურმა ნაციონალურმა პარტიამ ხელისუფლება სეპარატისტული პროგრამის წამოყენებაში დაადანაშაულა. მათ დეპუტატმა ვაიტიტიმ უპასუხა და განაცხადა, რომ ოპოზიციას მაორის ხალხი ხმების მოსაპოვებლად სჭირდება, მათ განცხადებებში კი რასისტული ნოტები ისმის.

ვაიტიტიმ აღნიშნა, რომ ახალი ზელანდიის მკვიდრი მოსახლეობის უფლებებზე თავად მათ უნდა ილაპარაკონ. ამ განცხადების შემდეგ ვაიტიტის საკუთარ სკამზე დაბრუნებისკენ მოუწოდეს, თუმცა, ის დარბაზის შუაგულში გავიდა და მაორის ტომის ტრადიციული ცეკვა - ჰაკას რიტუალი შეასრულა, რომელიც კონფლიქტის დროს შეძახილებით სრულდება. ამის შემდეგ დეპუტატს დარბაზის დატოვება მოსთხოვეს.

ეს ვაიტიტის სხდომიდან გაძევების პირველი შემთხვევა არ ყოფილა. სამი თვის წინ დეპუტატმა ჰალსტუხის ტარებაზე უარი განაცხადა, მას კოლონიური სახრჩობელა უწოდა და აღნიშნა, რომ ჰალსტუხს ტრადიციული ომულეტის- მასიური "ჰეი-ტიკის" ტარება ერჩივნა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system