თავში

ზელენსკი: მოვითხოვ, თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზები დაუყოვნებლივ გამოიძიონ

ზელენსკი: მოვითხოვ, თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზები დაუყოვნებლ
ზელენსკი: მოვითხოვ, თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზები დაუყოვნებლივ გამოიძიონ

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი ხარკოვის ოლქში თვითმფრინავის ჩამოვარდნის საკითხს გამოეხმაურა. ამის შესახებ განცხადებას პრეზიდენტი სოციალურ ქსელში აქვეყნებს. 

"გუშინ მომხდარი ტრაგედიის - ჩუგუევის მახლობლად Ан-26-ის ჩამოვარდნის შედეგად - უკრაინამ 26 ღირსეული მამულიშვილი დაკარგა. 25 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი კი საავადმყოფოში დამწვრობის შედეგად. კიდევ ერთი მათგანი მკურნალობას გადის. ვლოცულობთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად გამოჯანმრთელდეს. 

დღეს მთელი ქვეყანა გარდაცვლილის ოჯახთან ერთად გლოვობს. მე ხელი მოვაწერე განკარგულებას, რომლითაც 26 სექტემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.

სახელმწიფომ უზრუნველყოფს დაზარალებულთა მკურნალობასა და გარდაცვლილთა ოჯახებისათვის კომპენსაციის გადაცემას. უკრაინა საკუთარ გმირებს არ დაივიწყებს. 

მოვითხოვ, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზები დაუყოვნებლივ იქნეს გამოძიებული და გამოძიება ჩატარდეს ობიექტურად და მიუკერძოებლად", - წერს უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი. 

ცნობისთვის, გუშინ, უკრაინაში მომხდარი ავიაკატასტროფას 26 პირი ემსხვერპლა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system