თავში

ზელენსკი: უკრაინა გაზის სამხრეთის კორიდორს უჭერს მხარს

ზელენსკი​: უკრაინა გაზის სამხრეთის კორიდორს უჭერს მხარს
ზელენსკი: უკრაინა გაზის სამხრეთის კორიდორს უჭერს მხარს

უკრაინა და აზერბაიჯანი ერთმანეთს მყარად უჭერენ მხარს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღდგენის საკითხებში. ამის შესახებ აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განცხადა.

ზელენსკის თქმით, ორ ქვეყანას, ასევე, საერთო ენერგეტიკული ინტერესები აქვს. უკრაინა მხარს უჭერს გაზის სამხრეთის კორიდორს. მხარეებმა მისი გაფართოების პერსპექტივები განიხილეს. 

„გაზის ევროპელი მომხმარებლებისთვის მიწოდების დივერსიფიკაციასთან დაკავშირებით, ჩვენი ქვეყნების უნიკალური სატრანზიტო პოტენციალი უნდა გამოვიყენოთ და შესაბამისი ინფრასტრუქტურა განვავითაროთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system