თავში

ზელენსკიმ ავიაკატასტროფის ერთადერთი გადარჩენილი კურსანტი მოინახულა

ზელენსკიმ ავიაკატასტროფის ერთადერთი გადარჩენილი კურსანტი მოინახულა
ზელენსკიმ ავიაკატასტროფის ერთადერთი გადარჩენილი კურსანტი მოინახულა

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი სამხედრო ჰოსპიტალს ესტუმრა და ხარკოვის ოლქში მომხდარი ავიაკატასტროფისას ერთადერთი გადარჩენილი კურსანტი მოინახულა.

გავრცელებული ინფორმაციით, ვიაჩესლავ ზოლოჩევსკის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. გადარჩენილი მგზავრის დედის განცხადებით, ზოლოჩევსკი ცეცხლმოკიდებული თვითმფრინავიდან პარაშუტის გარეშე გადმოხტა. 

ცნობისთვის, უკრაინაში 25 სექტემბერს სამხედრო თვითმფრინავმა Ан-26-მა კატასტროფა დაშვებისას განიცადა. ხარკოვის ოლქში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 26 ადამიანი გარდაიცვალა. ბორტზე სულ 27 პირი იმყოფებოდა. 

პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზები დაუყოვნებლივ გამოძიება მოითხოვა და აღნიშნა, რომ  გამოძიება ობიექტურად და მიუკერძოებლად უნდა ჩატარდეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system