თავში

ზელენსკიმ გაერო-ში რუსეთის დანაშაულზე ისაუბრა

​ზელენსკიმ გაერო-ში რუსეთის დანაშაულზე ისაუბრა
ზელენსკიმ გაერო-ში რუსეთის დანაშაულზე ისაუბრა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროში ყირიმსა და დონბასში რუსეთის დანაშაულებზე ისაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება მან უკრაინელების უკანონო დაკავებასა და "პასპორტიზაციაზე" გააკეთა.

კერძოდ, ზელენსკიმ გაიხსენა, რომ ადგილი, სადაც გაერო-ს იდეა დაიბადა (იგულისხმება იალტა) გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრს აქვს ოკუპირებული. მისი თქმით, ყირიმს გაერო-ს ყურადღება გარემოს დაცვის კონტექსტშიც სჭირდება, ვინაიდან ყირიმის ბუნება სამხედრო ბაზად აქციეს.

"ფაუნისა და ფლორის ნაცვლად, იქ ფლოტი და ჯარისკაცებია", - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ დასძინა, რომ მას ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარის მოადგილის ნარიმან ჯელიალოვისა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რუსეთში უკანონოდ დაკავებული 450 -მდე უკრაინელის გათავისუფლების საქმეში საერთაშორისო მხარდაჭერის იმედი აქვს.

”სხვა სახელმწიფოს ასიათასობით პასპორტის გაცემა ასიათასობით უკრაინელისთვის უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე განა არ არის საერთაშორისო დანაშაულის მტკიცებულება, განა არ არის დაუსჯელობის და საერთაშორისო სამართლის უპატივცემულობის მტკიცებულება?",- განაცხადა ზელენსკიმ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system