თავში

ზელენსკის განცხადებით, უკრაინა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში არ ერევა

ზელენსკის განცხადებით, უკრაინა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში არ ერევა
ზელენსკის განცხადებით, უკრაინა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში არ ერევა

უკრაინას არასდროს დაუშვია და მომავალშიც არასოდეს მისცემს თავს უფლებას სხვა ქვეყნების საარჩევნო პროცესში ჩაერიოს, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახური იუწყება.

ზელენსკი ასევე თვლის, რომ უკრაინელებმა უნდა შეძლონ და თავი შეიკავონ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი საქმიანობისგან. ასევე, არ მისცენ საკუთარ თავს უფლება, შეეცადონ აშშ-ის არჩევნების საშუალებით იზრუნონ პირადი პოლიტიკური ან საქმიანი პრობლემის მოგვარებაზე. 

"უკრაინის რეპუტაცია ბევრად მეტი ღირს, ვიდრე ჩვენი რომელიმე პოლიტიკოსის რეპუტაცია. ამიტომ, მოდით, ნუ გამოვიყენებთ უკრაინას პირადი სარგებლის მიღებისთვის”, - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.

მანამდე, აშშ-ის კონტრდაზვერვისა და უსაფრთხოების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, უილიამ ევანინამ განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლება დევნის აშშ-ის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს და ამავე დროს, ცდილობს მხარი დაუჭიროს ამჟამინდელ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს. მაგალითისათვის ევანინამ  "პრორუსული უკრაინელი პარლამენტარი", ანდრეი დერკაჩი მოიყვანა. კონტრდაზვერვის ცენტრის დირექტორის განცხადებით, უკრაინელი პარლამენტარი ჯო ბაიდენის წინააღმდეგ კორუფციის შესახებ ცრუ ბრალდებებს ავრცელებდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system