თავში

ზელენსკის პრეზიდენტად მეორე ვადით წარადგენენ

ზელენსკის პრეზიდენტად მეორე ვადით წარადგენენ
ზელენსკის პრეზიდენტად მეორე ვადით წარადგენენ

პარტია "ხალხის მსახური" ქვეყნის ამჟამინდელ მეთაურს ვლადიმერ ზელენსკის პრეზიდენტად მეორე ვადით წარადგენს. ამის შესახებ ფრაქციის ლიდერმა, პარტიის პოლიტიკური საბჭოს ხელმძღვანელმა დავით არახამიამ განაცხადა.

”ჩვენ მას ვთხოვთ, რომ მეორე ვადით იყაროს კენჭი. ხოლო რას ის გადაწყვეტს, ეს უკვე პირადად მისი გადასაწყვეტია“, - განაცხადა დავით არახამიამ.

პარტია „ხალხის მსახურის“ წევრმა ჯეო ლეროსმა მანამდე განაცხადა, რომ მეორე ვადით კენჭის ყრის სურვილი თავად ზელენსკიმაც გამოთქვა. 

თებერვალში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, უკრაინელების უმეტესობა ზელენსკის ხელახლა, მეორე ვადით დანიშვნას ეწინააღმდეგებოდა. ქვეყნის ამჟამინდელ პრეზიდენტს გამოკითხულთა 57,1% მხარს არ უჭერს.

ვლადიმერ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტის პოსტს  2019 წლის მაისიდან იკავებს. მისი უფლებამოსილების ვადა 2024 წელს ამოიწურება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system