თავში

ზელიმხან ხანგოშვილის ოჯახმა პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო

ზელიმხან ხანგოშვილის ოჯახმა პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
ზელიმხან ხანგოშვილის ოჯახმა პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო

აგვისტოში ბერლინში მოკლული საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის ოჯახმა გერმანიაში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ ჟურნალი Der Spiegel ავრცელებს. გამოცემის ცნობით, გადაწყვეტილება მიგრაციისა და დევნილების საკითხთა ფედერალურმა ბიურომ ჯერ კიდევ 21 ოქტომბერს გამოაცხადა.

ზელიმხან ხანგოშვილის მეუღლემ, მანანა ცატიევამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებით მოხარულია, რადგან დევნილის სტატუსი მას ექიმად მუშაობის საშუალებას კვლავ მისცემს. 

ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინის ცენტრში 23 აგვისტოს მოკლეს. ხანგოშვილის მკვლელობის ბრალდებით რუსეთის მოქალაქეა დაკავებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system