თავში

ზენდაიამ "ეიფორიის" მეორე სეზონის თიზერი აჩვენა

​ზენდაიამ "ეიფორიის" მეორე სეზონის თიზერი აჩვენა
ზენდაიამ ეიფორიის მეორე სეზონის თიზერი აჩვენა

მსახიობმა ზენდაიამ "ინსგაგრამში" სერიალ "ეიფორიის" მეორე სეზონის თიზერი აჩვენა. ასე მან პრემიერის მეორე წლისთავი აღნიშნა და მიანიშნა, რომ მალე დაბრუნდებოდა.

რგოლში ჩანს თავად ზენდაია, რომელიც რუ ბენეტის როლს ასრულებს, ასევე ჰანტერ შაფერი, რომელიც ჯულს ვონს განასახიერებს.

გავრცელებული ცნობით, HBO-ს შოუს გაგრძელება ეთერში 2021 წლის ბოლოდან გავა. ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, "ეიფორიაში" შესრულებული როლისთვის ზენდაიამ "ემი" მიიღო და პრემიის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატი გახდა. ზამთარში HBO-მ შოუს ორი სპეციალური ეპიზოდი - "Trouble Don't Last Always" და "F*ck Anyone Who's Not a Sea Blob" გამოუშვა. 

"ეიფორია" — ამერიკული თინეიჯერი დრამატული სერიალი, რომელიც შექმნა და დაწერა სემ ლევინსონმა HBO– სთვის. ის დაფუძნებულია ისრაელში წარმოებულ ამავე სახელწოდების სერიალზე. "ეიფორია-ში" სიუჟეტი მიჰყვება საშუალო სკოლის სტუდენტების ჯგუფს მათი სექსუალური გამოცდილების, ნარკოტიკების, მეგობრობის, სიყვარულის, იდენტურობისა და ტრავმების მეშვეობით. სერიალში მთავარ როლში ზენდაია მონაწილეობს, სხვა მსახიობებს შორის კი არიან: მაუდი ატაპოუ, ანგუს ქლაუდი, ერიკ დეინი, ალექსა დეიმი, ჯეიკობ ელორდი, ბარბი ფერეირა, ნიკა კინგი, სტორმ რეიდი, ჰანთერ შაფერი, ალფი სმითი, სიდნი სუინი და კოლმან დომინგო. სერიალის პრემიერა 2019 წლის 16 ივნისს შედგა.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system