თავში

ზღვამ ნაპირზე 7-მეტრიანი უთავო "ურჩხული" გამორიყა - PHOTO

ზღვამ ნაპირზე 7-მეტრიანი უთავო "ურჩხული" გამორიყა
ზღვამ ნაპირზე 7-მეტრიანი უთავო ურჩხული გამორიყა - PHOTO

დიდ ბრიტანეთში, უელსში სანაპიროზე 7 მეტრიანი "ზღვის ურჩხულის" ნარჩენები იპოვეს, რომელსაც თავი და სახე არ ჰქონდა. აღმოჩენა ადგილობრივმა მკვიდრმა, სოფელ ბროდ-ჰეივენში მცხოვრებმა ქალმა გააკეთა.

ექსპერტებმა ჯერჯერობით ზუსტად ვერ დაადგინეს, რომელი სახეობის ჯგუფს მიეკუთვნებოდა "ურჩხული". სპეციალისტების თქმით ცხოველი, სავარაუდოდ, წყალში დაიღუპა. ამის შემდეგ იქ გარკვეული დრო დაჰყო და ნაპირზე მერე გამოირიყა. ცხოველს აღარ ჰქონდა შერჩენილი თავი და დაბოლოებები, რაც მის იდენტიფიცირებას და რეალური ზომის დადგენას ართულებდა.

მეცნიერებმა თავიდან ივარაუდეს, რომ ეს, შესაძლოა, ვეშაპი ყოფილიყო, თუმცა კვლევამ აჩვენა, რომ ეს მცდარი ვერსია აღმოჩნდა. სპეციალისტები ჯერჯერობით ფიქრობენ, რომ "ურჩხული", შესაძლოა, გიგანტური ზვიგენის ნარჩენები იყოს.

ზღვის ცხოველის ნარჩენები კვლევისთვის ბუნების ისტორიის მუზეუმსა და ლონდონის ზოოპარკში გააგზავნეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system