თავში

ჟაკლინ ჰოიტი ოდრი ჰეპბერნის შესახებ სერიალზე იმუშავებს

ჟაკლინ ჰოიტი ოდრი ჰეპბერნის შესახებ სერიალზე იმუშავებს
ჟაკლინ ჰოიტი ოდრი ჰეპბერნის შესახებ სერიალზე იმუშავებს
© variety.com

დრამატული სერიალის, "The Good Wife-ის" პროდიუსერი და სცენარისტი ჟაკლინ ჰოიტი ოდრი ჰეპბერნის შესახებ სერიალზე იმუშავებს. ამის შესახებ Variety წერს.

სერიალში საუბარი იქნება ჰეპბერნისთვის განმსაზღვრელ წლებზე, სავარაუდოდ, 1940-იანი წლების ბოლოს და 1950-იანი წლების დასაწყისში. ამ პერიოდში ოდრი საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა. მან მიიღო როლი ბროდვეის სპექტაკლში, შემდეგ ითამაშა საკულტო ფილმში "რომაული არდადეგები", რომელმაც მას ოსკარის, ოქროს გლობუსისა და BAFTA-ს ჯილდოები მოუტანა.

სერიალის მსახიობების შემადგენლობა და მისი გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system