
ბელგიური წარმოშობის ამერიკელმა მსახიობმა, ჟან კლოდ ვანდამმა აზერბაიჯანს მისი ძეგლის დადგმისთვის მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ მან Facebook-ის გვედზე დაწერა.
„ჟან კლოდ ვანდამის რეალური პარამეტრების მქონე კიდევ ერთი ძეგლი დაიდგა. ამჯერად, აზერბაიჯანის სოფელ ვანდამში. მისი ავტორი სკულტპტორი აზად ალიევია. დიდი მადლობა“, - ნათქვამია მსახიობის პოსტში.