თავში

ჟენევაში ჰაერის დაბინძურების გამოწვევები განიხილეს

​ჟენევაში ჰაერის დაბინძურების გამოწვევები განიხილეს
ჟენევაში ჰაერის დაბინძურების გამოწვევები განიხილეს

ქალაქ ჟენევაში შორ მანძილებზე ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურების შესახებ კონვენციის (ჰაერის კონვენცია) 40 წლის იუბილე გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა მსოფლიოს მაღალი რანგის გარემოსდამცველებმა მიიღეს. მათ შორის იყო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი.

მან, სიტყვით გამოსვლისას, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის კუთხით საქართველოში არსებულ გამოწვევებზე და გაუმჯობესების კუთხით მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა. მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების და სხვადასხვა მიმართულებით, გარემოსდაცვითი პოლიტიკის შემუშავების პროცესში ჰაერდაცვითი საკითხების გათვალისწინების აუცილებლობაზე. ნინო თანდილაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა ჰაერის კონვენციის საქმიანობის და ზოგადად, ჰაერის დაბინძურების საკითხის შესახებ ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე ცნობადობის ამაღლების მნიშვნელობა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system