თავში

ჟენევაში თანასწორობის მიზნით "ქალთა" საგზაო ნიშნები გამოჩნდება

ჟენევაში თანასწორობის მიზნით "ქალთა" საგზაო ნიშნები გამოჩნდება
ჟენევაში თანასწორობის მიზნით ქალთა საგზაო ნიშნები გამოჩნდება

ჟენევას გლობალური თანასწორობის თვალსაზრისით, განახლებული საგზაო ნიშნების შექმნით, სხვა ქალაქებისთვის მაგალითის შექმნა სურს. შვეიცარიის ქალაქმა საფეხმავლო  გადასასვლელებზე საგზაო ნიშნების ექვსი ვარიანტი წარადგინა. ნიშნებზე შეგიძლიათ, ქალები, მოხუცები და ორსული ქალებიც კი იხილოთ. ეს შვეიცარიაში პირველი ასეთი ინიციატივაა. 

"ზოგიერთი საგზაო ნიშნის ქალურობის იდეა შეიძლება ანეგდოტური ჩანდეს”, - განაცხადა ჟენევის მერმა სანდრინე სალერნომ. 

თუმცა, მისი თქმით, ეს არ არის ხუმრობა. 

"პირიქით, საუბარია საზოგადოების განვითარებაზე", - აღნიშნა მან. 

როგორც მერმა განმარტა, ისტორიულად, საზოგადოებრივი სივრცე მამაკაცებისთვის იყო ჩაფიქრებული და ახლა ეს სტერეოტიპი უნდა დაიმსხვრეს.

გეგმის თანახმად, საგზაო ნიშნების ჩანაცვლებამ, საზოგადოებრივ სივრცეში თითოეული ადამიანის ლეგიტიმურობის გრძნობის გაძლიერებას უნდა შეუწყოს ხელი. ჯამში 250 სიმბოლო ექვსი ვარიაციით იქნება დამონტაჟებული. გარდა ამისა, ჟენევაში ქუჩის სახელწოდების ფემინიზაციის პროექტიც მიმდინარეობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system