თავში

ჟიგიმანტას პავილიონისი ზეწოლის ფონზე თანამდებობას ტოვებს

ჟიგიმანტას პავილიონისი ზეწოლის ფონზე თანამდებობას ტოვებს
ჟიგიმანტას პავილიონისი ზეწოლის ფონზე თანამდებობას ტოვებს

მმართველი პარტიის მხრიდან ზეწოლის შემდეგ, ჟიგიმანტას პავილიონისი ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს. ინფორმაციას ლიეტუვის ეროვნული რადიო და ტელევიზია (LRT) ავრცელებს.

მისი თქმით, ის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს, როგორც ეს „სამშობლოს კავშირი - ლიეტუვის ქრისტიან-დემოკრატების“ პოლიტიკურმა ჯგუფმა მოითხოვა.

"თანამდებობაზე ერთწლიანი ყოფნის შემდეგ, სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს ვტოვებ. თანამდებობას ჩემი პარტიის მოთხოვნით ვტოვებ. ჩემს პოსტს ვტოვებ, რადგან პოლიტიკა გუნდური მუშაობაა და ზოგჯერ ერთი მიზნისთვის უკან დახევაა საჭირო. ამ პოლიტიკურმა ჯგუფმა მხარი დამიჭირა და თანამდებობაზე დამნიშნა. მისი გადაწყვეტილების დაუმორჩილებლობა უპატივცემულობა იქნებოდა. ვიბრძვი ლიეტუვის მყარი და ერთიანი საგარეო პოლიტიკისთვის“, - აღნიშნა ჟიგიმანტას პავილიონისმა.

ცნობისთვის, პავილიონისი ლიეტუვის მთავრობას აკრიტიკებდა იმის გამო, რომ მიუხედავად აშშ-ის სანქციებისა, მთავრობამ „ბელარუსკალის“ სასუქების ლიეტუვის ტერიტორიის გავლით ტრანზიტი არ შეაჩერა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system