თავში

ჟოზეპ ბორელი თვითიზოლაციაშია

ჟოზეპ ბორელი თვითიზოლაციაშია
ჟოზეპ ბორელი თვითიზოლაციაშია

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეპ ბორელი თვითიზოლაციაშია. ამის შესახებ დიპლომატი ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს.

როგორც ბორელი „ტვიტერში" წერს, ის თვითიზოლაციაში მას შემდეგ გადავიდა, როცა გაიგო, რომ ეთიოპიიდან დაბრუნების შემდეგ მისი დელეგაციის ერთ-ერთ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. 

პირველი ტესტირებისას ბორელს COVID-19 არ დაუდასტურდა. დიპლომატი განმეორებითი ტესტირების ჩატარებას ელოდება.

„დელეგაციის ერთ-ერთ წევრს, რომელიც ჩემთან ერთად გასულ კვირას ეთიოპიაში იმყოფებოდა, კორონავირუსი დაუდასტურდა.

წესების შესაბამისად გადავდივარ თვითიზოლაციაში და დაველოდები მეორე ტესტის ჩატარებას", – წერს ევროპელი დიპლომატი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system