თავში

ჟურნალისტი, რომელმაც თალიბთან ინტერვიუ ჩაწერა, ქვეყნიდან გაიქცა

​ჟურნალისტი, რომელმაც თალიბთან ინტერვიუ ჩაწერა, ქვეყნიდან გაიქცა
ჟურნალისტი, რომელმაც თალიბთან ინტერვიუ ჩაწერა, ქვეყნიდან გაიქცა

საინფორმაციო ქსელ TOLO-ს წამყვანი, ავღანელი ჟურნალისტი ბეჰეშთა არგჰანდი, რომელმაც მანამდე რადიკალური მოძრაობა "თალიბანი" მაღალჩინოსანთან ინტერვიუ ჩაწერა, ქვეყნიდან გაიქცა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

"მე დავტოვე ქვეყანა, რადგან, ისევე როგორც მილიონობით ადამიანს, "თალიბანის" მეშინია", - განაცხადა მან.

ქაბულში ხელისუფლების ჩაგდების შემდეგ, "თალიბანის" წარმომადგენელმა ქალს ინტერვიუ მისცა. მოძრაობის აზრით, ეს იყო ნიშანი, რომ თალიბები ქალებს მუშაობის უფლებას არ შეუზღუდავდნენ. თუმცა 2 დღის შემდეგ ჟურნალისტი გაესაუბრა აქტივისტს, მალალა უსაფზაის, რომლის მოკვლა თალიბებმა რამდენიმე წლის წინ სცადეს. ავღანურ ტელევიზიაში ეს ინტერვიუ არ გაუშვეს. ამის შემდეგ, ჟურნალისტმა ქვეყნიდან გაქცევის გადაწყვეტილება მიიღო.

ცნობისთვის, 25 აგვისტოს რადიკალურმა მოძრაობამ "თალიბანი" ავღანელ ქალებს სახლში დარჩენა უბრძანა. მისი წარმომადგენლის, ზაბიჰულა მოჯაჰედის განცხადებით, შესაძლოა, თალიბები "ცუდად მოიქცნენ", ამიტომ ქალები გარეთ არ უნდა გადიოდნენ, მათ შორის სამსახურში.

17 აგვისტოს თალიბებმა მრავალშვილიანი დედა წამებით მოკლეს.

რადიკალურმა მოძრაობამ "თალიბანი" ავღანეთის დედაქალაქი ქაბული 15 აგვისტოს აიღო. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ, შტაბის უფროსთან და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან ერთად, ქვეყანა დატოვა. ღანის თქმით, მან ქვეყანა ქაბულში სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად დატოვა.

ავღანეთი "თალიბანმა" ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა.

დედაქალაქ ქაბულის აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე დიდი რაოდენობით ხალხი შეიჭრა. ისინი ქვეყნის დატოვებას ცდილობდნენ. ადამიანები აეროპორტის ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system