თავში

ჟურნალისტის მკვლელობის გამო აშშ საუდის არაბეთს სანქციებს უწესებს

ჟურნალისტის მკვლელობის გამო აშშ საუდის არაბეთს სანქციებს უწესებს
ჟურნალისტის მკვლელობის გამო აშშ საუდის არაბეთს სანქციებს უწესებს

ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგის მკვლელობის გამო, აშშ საუდის არაბეთის 76 მოქალაქეს სავიზო სანქციებს უწესებს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

„ჯამალ ხაშოგის მკვლელობამ მსოფლიო შოკში ჩააგდო. დღეიდან ჩვენ გვექნება ახალი გლობალური პოლიტიკა, რომელიც მის სახელს ატარებს, რათა სავიზო შეზღუდვები დავუწესოთ მათ, ვინც ჩართულია ჟურნალისტებზე ან აქტივისტებზე ექსტერიტორიულ თავდასხმაში“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

ცნობისთვის, აშშ-ის დაზვერვის მოხსენების თანახმად, საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა, მოჰამედ ბინ სალმანმა მხარი დაუჭირა და, სავარაუდოდ, 2018 წელს ოპოზიციონერი ჟურნალისტის, ჯამალ ჰაშოგის მკვლელობის ბრძანება პირადად გასცა.

”ჩვენ ვთვლით, რომ საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა, მოჰამედ ბინ სალმანმა მოიწონა ოპერაცია სტამბოლში, თურქეთში, რომელიც ჟურნალისტის ჯამალ ჰაშოგის ხელში ჩაგდებას ან მოკვლას ითვალისწინებდა”, - ნათქვამია მოხსენების ტექსტში.

დაზვერვის ცნობების თანახმად, პრინცი თვლიდა, რომ ჰაშოგი სამეფოსთვის საფრთხეს წარმოადგენს მხარს უჭერდა ზომებს, რომლებიც მას გააჩუმებდა. ამასთან, დაზვერვა არ არის დარწმუნებული იმაში, რომ ჟურნალისტის მკვლელობაში მონაწილეებმა წინასწარ იცოდნენ, რომ ჰაშოგის გატაცების ოპერაცია მისი სიკვდილით დასრულდებოდა.

დაზვერვის ანგარიშის გავრცელებიდან მალევე, განცხადება გაავრცელა საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და კატეგორიულად უარყო ამერიკული მხარის ინფორმაცია.

„სამეფოს მთავრობა კატეგორიულად უარყოფს ანგარიშში მოცემულ შეურაცხმყოფელ და არასწორ დასკვნებს მოქალაქე ჯამალ ხაშოგის მკვლელობასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყების განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ჯამალ ხაშოშოგის მკვლელობა იყო ჯგუფურად ჩადენილი დანაშაული, რომლის გამოძიებისთვისაც სახელმწიფომ გააკეთა ყველაფერი, ხოლო სასამართლომ გამოიტანა სამართლიანი განაჩენი, რომელსაც მოკლული ჟურნალისტის ოჯახიც დაეთანხმა.

მათივე თქმით, ქვეყნის მმართველი გუნდი აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ მსგავსი დანაშაული და ტრაგედია აღარ განმეორდეს.

უწყებაში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ საუდის არაბეთის სამეფოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მყარი და მტკიცე პარტნიორობა არსებობს.

„სამეფო უარყოფს ნებისმიერ განცხადებასა და ზომას, რომელიც ხელყოფს მის ხელმძღვანელობას, სუვერენიტეტსა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, აშშ-ის დაზვერვის მოხსენების თანახმად, საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა, მოჰამედ ბინ სალმანმა მხარი დაუჭირა და, სავარაუდოდ, 2018 წელს ოპოზიციონერი ჟურნალისტის, ჯამალ ჰაშოგის მკვლელობის ბრძანება პირადად გასცა.

”ჩვენ ვთვლით, რომ საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა, მოჰამედ ბინ სალმანმა მოიწონა ოპერაცია სტამბოლში, თურქეთში, რომელიც ჟურნალისტის ჯამალ ჰაშოგის ხელში ჩაგდებას ან მოკვლას ითვალისწინებდა”, - ნათქვამია მოხსენების ტექსტში.

დაზვერვის ცნობების თანახმად, პრინცი თვლიდა, რომ ჰაშოგი სამეფოსთვის საფრთხეს წარმოადგენს მხარს უჭერდა ზომებს, რომლებიც მას გააჩუმებდა. ამასთან, დაზვერვა არ არის დარწმუნებული იმაში, რომ ჟურნალისტის მკვლელობაში მონაწილეებმა წინასწარ იცოდნენ, რომ ჰაშოგის გატაცების ოპერაცია მისი სიკვდილით დასრულდებოდა.

59 წლის ჯამალ ჰაშოგი, კრიტიკოსი და მიმომხილველი საუდის არაბეთიდან, რომელიც The Washington Post-თვის წერდა, 2018 წელს მოკლეს. 2 ოქტომბერს ის სტამბოლში საუდის არაბეთის საელჩოში შევიდა, რომ თურქეთის მოქალაქე ხატიჯე ჩენგიზზე ქორწინებისთვის საჭირო საბუთები მიეღო. მას შემდეგ იგი ცოცხალი აღარავის უნახავს.

ოფიციალურმა ერ-რიადმა დაგმო ჯამალ ჰაშოგის მკვლელობა. ცენტრალური დაზვერვის სამმართველო და გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი აგნეს კალამარი ამ საერთაშორისო დანაშაულს საუდის არაბეთის უფლისწულს მოჰამედ ბინ-სალმანის უკავშირებენ. მკვლელობას კატეგორიულად უარყოფს საუდის არაბეთის სამეფო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system