თავში

ჟურნალმა Time ილონ მასკი წლის ადამიანად დაასახელა

​ჟურნალმა Time ილონ მასკი წლის ადამიანად დაასახელა
ჟურნალმა Time ილონ მასკი წლის ადამიანად დაასახელა

ჟურნალმა Time Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი "წლის ადამიანად" დაასახელა. ამის შესახებ გამოცემის ვებგვერდი იტყობინება.

"მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანს არ აქვს სახლი და ცოტა ხნის წინ თავისი ქონება გაყიდა. მას ორბიტაზე თანამგზავრები გაჰყავს და მზეს იყენებს, ის მართავს მანქანას, რომელიც მან შექმნა, რომელიც ბენზინს არ მოიხმარს და მძღოლი თითქმის არ სჭირდება“, - ნათქვამია Time-ის სპეციალურ მასალაში.

გამოცემამ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ მასკის "ხელის აქნევით" საფონდო ბაზარს შეუძლია აფრენაც და ვარდნაც. ავტორებმა ასევე გაიხსენეს, რომ მეწარმის თაყვანისმცემელთა არმია მის თითოეულ განცხადებას თვალს ადევნებს.

Time თვლის, რომ 2021 წელი მასკისთვის ნამდვილად გარღვევა იყო. სხვა საკითხებთან ერთად, ეს გამოწვეულია იმით, რომ SpaceX-მა NASA-სთა ექსკლუზიური კონტრაქტი მოიგო, რომელიც ამერიკელი ასტრონავტების მთვარეზე გაგზავნას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system