თავში

ჟურნალმა Time მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანების სია შეადგინა

​ჟურნალმა Time მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანების სია შეადგინა
ჟურნალმა Time მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანების სია შეადგინა

ამერიკულმა ჟურნალმა Time მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანების სია გამოაქვეყნა.

მასში 100 ადამიანი შედის, რომლებიც 5 კატეგორიად დაყვეს. ესენი არიან "ნოვატორები", "ხელოვნები", "ლიდერები", "ტიტანები" და "კუმირები".

"ლიდერებს" შორის მოხვდნენ აშშ-ოს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მისი ოპონენტი დაგეგმილ არჩევნებზე ჯო ბაიდენი, ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და აშშ-ის მთავარი ინფექციონისტი ენტონი ფაუჩი.

"ტიტანების" სიაშია "ფორმულა 1-ის" ჩემპიონი ლუის ჰემილტონი, რომელიც მოძრაობა BLM-ს უჭერს მხარს, Amazon-ის ხელმძღვანელის, ჯეფ ბეზოსის ყოფილი ცოლი მაკენზი სკოტი და Google-ის დირექტორი სუნდარა პიჩაი.

"კუმირებს" შორის მოხვდნენ მოძრაობა Black Lives Matter-ის დამაარსებლები, უფლებადამცველი ანჯელა დევისი, ჩოგბურთელი ნაომი ოსაკა და სხვები.

"ნოვატორებში" არიან NASA-ს ორი ასტრონავტი ქალი ჯესიკა მეიერი და კრისტინა კუკი, მომღერალი Megan Thee Stallion და ვუჰანის ინსტიტუტის წამყვანი ვირუსოლოგი ში ჩჟენლი.

"ხელოვნების" სიაში მოხვდნენ The Weeknd, მომღერალი სელენა გომესი, მსახიობები ფიბი უოლერ-ბრიჯი, მაიკლ ბაკარი ჯორდანი და სხვები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system