
მადრიდის "რეალის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ტყის ხანძრებისგან მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად ალჟირს ფინანსურად დაეხმარა.
გავრცელებული ინფორმაციით, 49 წლის ზიდანმა, ხანძრებისგან დაზარალებულ კაბილიას რეგიონს 2 მილიონი ევრო გადაურიცხა.
ცნობისთვის, კაბილიაში გაჩენილი ტყის ხანძრების შედეგად მინიმუმ 65 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა.